„არასწორია ბესელია და ე.წ. ახლების გამიჯვნა“ - ოხანაშვილი ჟურნალისტებს

13:40 02-14-2019
42

„არასწორია ბესელია და ე.წ. ახლების გამიჯვნა“, ეს ძალიან ცუდია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ, - ამ განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს მიმართა. 

კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხებოდა. 

„არასწორი არის ბესელია და ე.წ ახლების გამიჯნვა“, ეს ძალიან ცუდია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ. ასევე მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ამ ტერმინოლოგიით საუბრობს. ჩვენ ვართ გუნდი, არ არსებობს ძველი და ახალი, აქ არსებობს ღირებულებები და ეს არის ის ღირებულებები, რაც აერთიანებს "ქართულ ოცნებას" და მასში შემავალ ყველა წევრს. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვუზრუნველყოფ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ყველა აზრის მოსმენის შესაძლებლობა იყოს. ვეცდები მაქსიმალურად, რომ შევაჯერო პოზიციები", - აცხადებს ოხანაშვილი.