იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე,ნატო ხუჯაძე, მერაბ ჯორბენაძე უვადო მოსამართლედ გაამწესა.
კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მასში ის მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები. აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ.