თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

14:48 02-14-2019
95

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართი 200-250 კვ. მ. ფართობი.

"მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 1400 კვ.მ. ფართობი გადაურჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.