არამდგრადი ამინდი საქართველოში 19 თებერვლამდე გაგრძელდება

10:44 02-15-2019
658

საქართველოში არამდგრადი ამინდი 19 თებერვლამდე ნარჩუნდება. ამის შესახებ ​გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ პრიამტიამს განუცხადა. 


15-16 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით იქნება დასავლეთ საქართველოში ექვსიდან თერთმეტ გრადუსამდე. საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია 11 გრადუსი, მთიან რაიონებში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 1-6 გრადუსამდე სითბო, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3 - +2 გრადუსი.

არამდგრადი ამინდი საქართველოში 19 თებერვლამდე ნარჩუნდება.