რატომ არ ესწრებოდა კენდალ ჯენერი, სტორმის პირველ დაბადების დღეს - კაილის ქალიშვილის დღესასწაული (ვიდეორგოლი)

15:02 02-15-2019
773

კენდალ ჯენერი, დისშვილის, სტორმის პირველ დაბადების დღეს არ დაეწრო. ღონისძიებას, რომელიც ბავშვთა გასართობ ცენტში გაიმართა, კარდაშიანების მთელი კლანი იმყოფებოდა, გარდა კენდალისა. სტორმი, 6 თებერვალს, ერთი წლის გახდა, მაგრამ კელიმ, ქალიშვილის დაბადების დღე, გარკვეული მიზეზების გამო, მოგვიანებით აღნიშნა. 

კენდალმა, ჯიმი ფელონის შოუში განაცხადა, რომ დღესასწაულზე დასწრება, საპატიო მიზეზის გამო, ვერ მოახერხა. 

გული დამწყდა, რომ მისვლა ვერ მოვახერხე. ჩემი აზრით, დღესასწაული, ზუსტად დაბადების დღეს უნდა აღენიშნად. მაგრამ, წვიმის გამო გადაიდო. აუცილებლად უნდა დავსწრებოდი, მაგრამ ქალაქში არ ვიყავი... ისე, დიდი სიამოვნებით მივიდოდი.  

FaceTimeთან ინტერვიუში კი ამბობს, რომ წაუსვლელობის მიზეზი, დასთან უსიამოვნება გახდა. კენდალი აცხადებს, რომ მას ყველა ოჯახი წევრის ნახვა და მოსიყვარულება სურდა. ვარსკვლავმა ასევე აღიარა, რომ  კეილისთან რამდენიმე ხნის წინ, დღესასწაულის აღნიშნის თაობაზე, მცირე კამათი მოუვიდა:

ვუთხარი, ჯერ მხოლოდ ერთი წლის არის და ეს დღე, არ დაამახსოვრდება-მეთქი. მაგრამ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და განაცხადა, რომ ეს, მისთვის მიზეზი არ არის და დაბადების დღის აღნიშვნის, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა - ამბობს კენდალი. 

კაილი ჯენერის ქალიშვილს, სტორმის, რამდენიმე დღის წინ, ინსტაგრამზე, დიდი კონკურენტი გამოუჩნდა, კვერცხის სახით. კვერცხის ფოტომ, 13 იანვარს, ინსტაგრამზე ოფიციალურად, ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა და ამით, კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა. ფოტოს, ამ დროისთვის 23,5 მილიონზე მეტი მოაწონება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 6 თებერვლიდან, ინსტაგრამზე, ყველაზე პოპულარული სურათის ტიტულს, კაილი ჯენერის შვილის, სტორმის ფოტო ფლობდა, რომელსაც დედის თითი ჰქონდა ჩაბღუჯული.

მსოფლიოს რეკორდსმენი, კვერცხის ინსტაგრამის პროფილის მიღმა, ბრიტანელი ჰენრიეტა დგას.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე