რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპორტსმენებთან, ძიუდოში ვარჯიშის დროს, თითის ტრავმა მიიღო.
14 თებერვალს, პრეზიდენტი, სოჭში საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. სამუშაო გრაფიკის დასრულების შემდეგ, სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტს «Юг-спорт»-ს ეწვია, სადაც რუსი ცნობილი სპორტსმენები ვარჯიშობდნენ.
პრეზიდენტი, ძიუდოსტებს და მოკრივეებს გაესაუბრა და რამდენიმე ხნის შემდეგ, კიმონო მოირგო და ტატამზე, მათან ერთად სავარჯიშოდ გავიდა. როცა პუტინი, მის მეწყვილეს ოლიმპიურ ჩემპიონს, ბესლან მუდრანოვს ებრძოლებოდა, ერთ-ერთი ილეთის შესრრულების დროს, მარჯვენა ხელზე, თითი დაიზიანა. ძიუდოისტმა, პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, რაც ჟურნალისტების მიერ, ვიდეორგოლის ობიექტივში მოხვდა.
პორტალ ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, მარჯვენა ხელზე, უმნიშვნელო ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, კვლავ გააგრძელა ვარჯიში.
იხ. ვიდეირგოლი და ფოტოები: