დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

19:57 02-15-2019
1528
თეგები: ტრამპი

რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანებას მოაწერა ხელი.

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დასაფინანსებლად მიიღო.

სასაზღვრო უსაფრთხოების კანონპროექტში, დონალდ ტრამპის მოთხოვნები არ გაითვალისწინეს, მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა კედლის დასაფინანსებლად, კონგრესის გვერდის ავლა გადაწყვიტა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხედრო დაფინანსების გამოყენებას შეძლებს.

აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დემოკრატები უკანონო ქმედებად და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევენ.

მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპს უსაფრთხოების მიზნით სურს. მისი თქმით, კედლის არსებობის პირობებში შემცირდება ქვეყნის სამხრეთ საზღვრიდან ნარკოტიკების კონტრაბანდა და არალეგალი მიგრანტების შტატებში გადასვლა.

 

ავტორი: მარიამ გიგანი