მიხეილ რამიშვილი: დეკანოზის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა

10:11 02-18-2019
124

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ადვოკატისთვის უცნობია, როდის გაწერენ კლინიკიდან დეკანოზ გიორგი მამალაძეს. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა. 

მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო. ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მიმდინარეობს ძირფესვიანი კვლევა იმის თაობაზე თუ სად არის ინსულტის კერა. ჯერ არ არის საბოლოო დიაგნოზის დასკვნები. მედპერსონალი გადაწყვეტს რამდენი ხანი იქნება კლინიკაში და როდის გაწერენ დეკანოზს - განაცხადა რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.