საქართველოში, 20 თებერვლიდან გამოიდარებს - როგორი ამინდია უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ?

11:22 02-18-2019
1297
თეგები: ამინდი

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა  დოდო გვაზავამ განუცხადა. 

18-19 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნარჩუნდება ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა ერთმანეთის ტოლი იქნება, დაახლოებით 2-7გრადუსამდე. მთიან რაიონებში  დღისით -2 - +3 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -6 - -1 გრადუსი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან იქროლებს დასავლეთის ქარი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -2 - +3 გრადუსამდე ფიქსირდება. მთაში ღამით მოსალოდნელია -7-დან -4 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -11-დან - 9 გრადუსი. 

18-19 თებერვალს, ​დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი. თუმცა, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი და გარეუბნებში შესაძლებელია, ძალიან ძლიერი ქარიც იყოს. 

დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს 20 თებერვლიდან.
20-21 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 15 გრადუსამდე.

22 თებერვლიდან ისევ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 20 თებერვალს კახეთის რეგიონში და დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რეგიონში უნალექო ამინდი 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.