უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ჯვრისწერის ფოტოკოლაჟი, სოციალურ ქსელში, ირაკლი კაკაბაძის მეჯვარემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ და სხავა მეგობრებმა გაავრცელეს.
ირაკლი კაკაბაძის რჩეული, ბელა ბაჯელიძეა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა და დღემდე, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.
„დღეს ბედნიერი დღეა. ირაკლი კაკაბაძე და ბელა ბაჯელიძე დავაროქორწინეთ. ჩვენ მეჯვარეები. ბედნიერება ვუსურვოთ, - წერს გასვიანი.
კაკაბაძის მხრიდან, მეჯვარეები იყვნენ რეჟისორი ირაკლი გოგია და პროდიუსერი მანანა დოიაშვილი. ქორწილის ცერემონია, 16 თებერვალს, ბადიაურის კომპლექსში გაიმართა.
ჯვრისწერის ფოტოები და ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში, პატარძლის ძმამ გიორგი ბაჯელიძემ, ირაკლი კაკაბაძის მეჯვარემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, მაკა რაზმაძემ, ანრი ჯოხაძემ და სხვებმა გააზიარეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკაბაძის ყოფილი მეუღლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, შავი ზღვის, კავკასიისა და ჯიპას უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი, „პროგრესის ცენტრის“ დამფუძნებელი ანა დოლიძეა. ყოფილ წყვილს ქორწინებიდან, ერთი ვაჟი, ანდრია ჰყავს.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: