ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნევროლოგიური პრობლემები აქვს, რასაც ექიმები იკვლევენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განცუხადა. მისი თქმით, ის სრულად არის ინფორმირებული ყველა იმ კვლევისა და კვლევის შედეგის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულ დეკანოზს ჩაუტარდა.
„გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, მე საქმის კურსში ვარ,“ - ამბობს სერგეენკო.