ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონის დაჩქარების საკითხი არ განიხილება

13:18 02-18-2019
38

საკითხის გაჭიანურება დეპუტატების ინტერესში არ შედის თუმცა, არც მისი დაჩქარების საკითხი არ განიხილება - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.  

​ანრი ოხანაშვილი არგუმენტად  ასახელებს, რომ ინიციატორებს ეს მოთხოვნა პროექტის წარდგენისას არ ჰქონიათ.

კანონპროექტის ავტორები საკითხის განხილვას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას და შესაბამისი კანონის მიღებას ეკა ბესელია და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვს.