მაშინ პირადად ჩემი ინიციტივით განსაკუთრებული გარემოებით კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე - ასე პასუხებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მეუფე დანიელის განცხადებას. ამის შესახებ ზვიად ქორიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
"მაშინ პირადად ჩემი ინიციტივით განსაკუთრებული გარემოებით კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, რომ კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ, კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე.
მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.
შეგახსენებთ, რომ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის თქმით, გიორგ მარგველაშვილს ჰქონდა სურვილი, შეეწყალებინა მსჯავრდებული სასულიერო პირი, რისი წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლების ჩარევით ეს შეწყალება ჩაიშალა.
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი საკუთარ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. მეუფე დანიელის თქმით, როცა მან განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტსა და ეკლესიას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მხოლოდ მისი ვარაუდია.