ვარსკვლავები, რომელთაც ცნობილმა დიზაინერებმა კაბის შეკერვაზე უარი უთხრეს

16:03 02-18-2019
2125

მას შემდეგ რაც „გრემის“ ჯილდოზე ნომინირებულმა ბებე რექსამ განაცხადა, რომ ცერემონიისთვის მის შემოსვაზე არაერთმა დიზაინერმა განაცხადა უარი, სხვა მრავალი მსგავსი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

ბებე რექსამ განმარტა, რომ მას წონის გამო იწუნებდნენ და აღნიშნა, რომ არც სურს იმ დიზაინერების კაბის ჩაცმა, რომელთაც იგი მსუქანი მიაჩნიათ.

დიზაინერებისგან სხეულის ფორმების გამო დაწუნებული ვარსკვლავების ათეულში, ბიონსეც მოხვდა.

მომღერალი იხსენებს, რომ წლების წინ, როდესაც იგი Destiny’s Child-ის მღეროდა, მას და პოპ-ჯგუფის სხვა წევრებს დიზაინერები კაბის შექმნაზე უარს უცხადებდნენ:

„ჯგუფის კარიერა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ცნობილ დიზაინერებს ჩვენი შემოსვა არ სურდათ. მაშინ არ გვქონდა იმის ფული, რომ თავად გვეყიდა დიზაინერების კაბები. დედაჩემს ნიუ იორკის არაერთ შოუ-რუმში უთხრეს უარი, თუმცა მან თავისი ნიჭი და კრეატიულობა გამოიყენა ჩვენს შესამოსად.

 

ცნობილი, დიდი ზომის მოდელი, ეშლი გრეჰემი, რომელიც დღეს უკვე სუპერ-მოდელია და მასთან არაერთი ცნობილი მოდის სახლი თანამშრომლობს, აცხადებს, რომ 2016 წლის MET Gala-ს იმიტომ ვერ დაესწრო, რომ დიზაინერებმა მისი შემოსვა არ ისურვეს: „ვერ ვიპოვე დიზაინერი, რომელიც კაბას ჩამაცმევდა. ჯინსის შართვლით და მაისურით კი გალაზე ვერ მივიდოდი“, ამბობს გრეჰემი.

 

ოსკაროსანი მსახიობი ოქტავია სპენსერიც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 2012 წელს მას ძალიან გაუჭირდა მოეძებნა დიზაინერი, რომელიც ოქროს გლობუსის ცერემონიისთვის შემოსავდა. სწორედ ამ წელს ოქტავიამ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში The Help ჯილდოც აიღო.

„მე დაბალი და ფუმფულა გოგო ვარ. რთულია ჩემთვის კაბის შერჩევა. ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობ. არცერთი დიზაინერი ჩემთან არ მოდის,“- განაცხადა ოქტავიამ.

მელისა მაკართი, რომელიც არაერთი ცნობილ ფილმში თამაშობს და ჰოლივუდის ვარსკვლავია, ამბობს რომ, მიუხედავად უამრავი წარმატებული ფილმისა, 2012 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიისთვის, მას ყველა დიზაინერმა უარი უთხრა:

„5 თუ 6 დიზაინერს მივმართე, საკმაოდ ცნობილ მოდის სახლებს, რომლებიც მსახიობებისთვის ქმნიან კაბებს. ყველამ უარი მითხრა“,- განაცხადა მელისამ.

საბოლოოდ, მელისა მაკართი ოსკარის წითელ ხალიჩაზე, სავაჭრო ცენტრში ნაყიდი კაბით გამოჩნდა.

ქლოი კარდაშიანი ღიად აცხადებს, რომ სანამ წონაში არ დაიკლებდა, მას დიზაინერები კაბებს არ უკერავდნენ: „კორტნის და კიმს ყოველთვის მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ჩემი შემოსვა კი პრობლემა იყო ან საერთოდ არ ჰქონდათ ჩემი ზომის კაბები, არადა სულაც არ ვიყავი ძალიან დიდი!“- ამბობს ქლოი კარდაშიანი.