კაილი ჯენერი დაინიშნა?! - ძვირფასი საქორწინო ბეჭედი და ყვავილებით მორთული სახლი

17:47 02-18-2019
390

კაილი ჯენერმა, რამდენიმე ხნის წინ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც როგორც ჩანს, საქორწინო ბეჭდის დემონსტრირებას აკეთებს. თაყვანისმცემლების ინფორმაციით, ტრევის სკოტმა, შეყვარებულს, ბრილიანტის ძვირფასი თვლებით მოჭედილი, საქორწინო ბეჭედი აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ტრევისმა, წმ. ვალენტინის ხსენების დღეს, კაილის, დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. ლოს-ანჯელესის საცხოვრებელი სახლის თაღები, ვარდის თაიგულით მორთო. სავარაუდოდ, სიყვარულის დღეს ტრევის სკოტმა, კაილის გული და ხელი შესთავაზა. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის კაილი ჯენერი და 26 წლის ტრევის სკოტი, 2017 წლიდან, ერთად არიან. 2018 წლის თებერვალში კი, მათ ქალიშვილი, სტორმი შეეძინათ. 

იხ. ფოტოკოლაჟი:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე