ძლიერმა ქარმა კასპის მუნიციპალიტეტში სკოლის ორი შენობა დააზიანა. სოფელ აღაიანში ქარმა საგანამანათლებლო დაწესებულებას სახურავის ნაწილი მოხადა, ხოლო კასპის პირველ საჯარო სკოლას გარე ფასადის ნაწილი.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს რომ პირველი სკოლის გარე ფასადს სამშენებლო კომპანია აღადგენს, რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დაზიანებებს მისთვის ხელი არ შეუშლია.
„სკოლის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, აქედან გამომდინარე მშენებარე კომპანია ვალდებულია გარე ფასადი შეაკეთოს. რაც შეეხება სოფელ აღაიანის სკოლას, ამ შემთხვევაში საგარანტიო ვადა გასულია და სახურავის აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალიტეტი განახორციელებს“, - განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.
მახო მიქელაძე