NASA -ს მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 19 თებერვალს დედამიწას, მაქსიმალურ მანძილზე მოუახლოვდება, 85 მეტრიანი ასტეროიდი.
NASA- ას მკვლევართა აზრით, 85 მეტრიანი ასტეროდი, სახელწოდებით - 2013 MD8, დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ასტეროიდ MD8-თან შეჯახების საფრთხეზე, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს. ეს ასტეროიდი, აღმოჩენილია 2013 წელს. მათემატიკური გამოთვლები ცხადყოფს, რომ უზარმაზარი კოსმოსური ობიექტი, 19 თებერვალს პლანეტას მაქსიმალურად ახლოს ჩაუვლის, მაგრამ თუ მისი მიმართულება შეიცვლება, მაშინ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ამ დროისთვის ასტეროიდი, თავბრუდამხვევი სისწრაფით, სიჩქარით- 13, 6 კმ წამში (48 960 კმ / სთ) მოძრაობს. ასტეროიდი, ჯერ პოტენციურად საშიშია, ამბობენ მეცნიერები.
შეგახსენებთ, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ყოველ თვეს, ათობით ასტეროიდი უახლოვდება დედამიწას, 7.48 მილიონი კილომეტრის დაშორებით და ყველა ძალიან საშიშია, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მცირე ალბათობაა, მათი დედამიწაზე ჩამოვარდნის.
რუსეთის ასტრონიმიის ინსტიტუტის დირექტორის, დიმიტრი ბისიკალოს თქმით, 2019 წელს დედამიწას, 66-მდე ასტეროიდი მიუახლოვდება. მეცნიერების თქმით, არც ერთი ასტეროიდის მიახლოვება, დედამიწისთვის, საფრთხის შემცველი არ იქნება. ცნობილია, რომ ასტეროიდები, დედამიწაზე, უახლოესი 100 წლის განმავლობაში, სიცოცხლეს არ გაანადგურებენ.
წყარო: intermedia.ge