პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ურტყამს ქვეყანას.
დეპუტატი ელოდება, რომ გამოძიება შეკითხვებს გონივრულ და ადეკვატურ პასუხებს გასცემს.
„ეს სიტუაცია ურტყამს ყოველ ჩვენთაგანს და ქვეყანას, მაგრამ ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ხოლო პასუხი იმდენად გონივრული უნდა იყოს, მივხვდეთ, რომ ეს პროცესი ამ რისკად ღირდა და ნამდვილად ისეთ საქმეზეა საუბარი, რომელზეც პროკურატურა თვალს ვერ დახუჭავდა. თუკი დავინახავთ სიტუაციას, როდესაც არაადეკვატურობასთან გვექნება საქმე, კრიტიკული შენიშვნები ობიექტური იქნება. წინასწარ არაფერს შევაფასებ, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს თავისი გონივრულობით და ადეკვატურობით უპასუხებს პროკურატურა და გამოძიება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.