სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეცლის ერთ-ერთ ჭიქაში, რომელსაც რეპერი სიკვდილიs წინ მოიხმარდა, სავარაუდოდ მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს.
კირილ ტოლმაცკი რუსეთში, ერთ-ერთი წამყვანი რეპერი იყო. გავრცელებული ცნობებით, იჟევსკის ერთ-ერთ ღამის კლუბში გამოსვლის შემდეგ, გამთენიისას გარდაიცვალა.
რამდენიმე ხნის წინ, უდმურტეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეპერის სისხლის ანალიზში, ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
პორტალ Mash-ის ინფორმაციით, ექსპერტ-სპეციალისტებმა, შეამოწმეს ის ჭურჭელი, რომლსაც რეპერი, გარდაცვალების წინ მოიხმარდა - ცნობილია, რომ დეცლი, გარდაცვალების წინა საღამოს, ღამის კლუბში, ღვინოს და ყავას მიირთმევდა
საშიში ნივთიერებები, არც ერთ ჭურჭელში არ აღმოჩნდა. ეჭვი, მხოლოდ ერთ-ერთ ჭიქაში, ვაშლის წვენში დარჩენილმა თეთრმა ნალექმა გამოიწვია. გამომძიებლების ინფორმაციით, აღმოჩენილი ნივთიერება, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია, რომელსაც ექსპერტიზა, უნდა ჩაუტარონ - წერს პორტალი.
ჰიპ-ჰოპის ცნობილი მომღერლის, დეცლის სიკვდილის გამომწვევ მიზეზე გამოძიება, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რეპერმა, რამდენიმე წლის წინ, რუსული გამომცემლობა Галерея Чижова-ს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 35 წლის ასაკში, მისი გარდაცვალების ინსცენირებას გეგმავს. დეცლის გეგმა იყო, რომ მისი პირადი ცხოვრების სცენარი, მთლიანად შეეცვალა.
რუსი რეპერი კირილ ტოლმაცკი, იგივე დეცლი, 2019 წლის 3 თებერვალს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს, გული გაუჩერდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ნარკოტიკების გადამეტებული დოზა დასახელდა. დეცლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რეპერის მამამ, ალექსანდრე ტოლმაცკიმ, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა: კირილი აღარ არის - წერდა რეპერის მამა.
კირილ ტოლმაცკი დაიბადა, 1982 წლის 22 ივლისს, მოსკოვში. მისი ალბომი, სახელწოდებით Кто? Ты უპრეცედენტო რაოდენობით გაიყიდა და ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში შევიდა. დეცლის დებიუტი, 2000 წელს შედგა ალბომით - ვინ ხარ შენ , მას შემდეგ არტისტს, არაერთი მუსიკალური ჯილდო ჰქონდა მიღებული. რეპერს, მეუღლე და 13 წლის შვილი დარჩა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: