"ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ზღვაში" - რომან გოცირიძე

15:04 02-19-2019
50

ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება ხდება. გოცირიძემ უმრავლესობას მოუწოდა „შეეშვას სახიფათო თამაშს“.

„ის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, ეს არის გაგრძელება იმ პროცესისა რომელიც კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე ვერ მოხერხდა სათანადო რეაგირება ვერც საზოგადოების, ვერც ბიზნესის მხრიდან. უკვე ვღებულობთ სავალალო შედეგს, რაც „თიბისი ბანკის“ და ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში აისახა.

ასეთი სქემებით ხდება, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება და ახლა მიადგნენ „თიბისი ბანკსა“ და იმ პროექტებს, რომლებსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას - შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.