საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ძლიერი ქარის გამო, სამ დღეში, 261 შეტყობინება შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 200 შეტყობინება თბილისზე მოდის.
ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.
ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:
87 ხე
62 შენობის სახურავი
32 ავტომანქანა
ბუნებრივი აირის 8 მილი
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი
4 სარეკლამო ბილბორდი
ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.
ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.