ხულოში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა იწვის

16:19 02-19-2019
74

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში მეჩეთის დამმხმარე ნაგებობა იწვის. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ''პრაიმტაიმს'' შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 - ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს.