სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ონკანი წყალს სვამს. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ღვინოს არ ასინჯებს, ეშინია არ გაულოთდეს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები იმითაც დაინტერესდნენ, მრიცხველიც უკუღმა ხომ არ ტრიალებს.
პრაიმტაიმი GWP-ში განუცხადეს, ამ შემთხვევაში წყლის კომპანია ამ ამბავთან არაფერ კავშირშია და მაცხოვრებლებმა სანტექნიკს უნდა მიმართონ.