პარტიზანი მებაღეების ერთ-ერთი წევრი, ნატა ფერაძე საკანონმდებლო დონეზე "მწვანე ხაზების" შემოღების ინიციატივას მიესალმება.
"ძალიან საინტერესო და მისაღები ინიციატივაა, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ნიუანსები არ ვიცი და სიამოვნებით გავეცნობოდი დეტალებს, საკანონმდებლო დონეზე "მწვანე ხაზების" შემოღება არის ძალიან კარგი. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის ინიციატივის დონეზე ამიტომ ჩვენთვისაც, დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის საინტერესო იქნებოდა პროცესისთვის თვალი-ყურის დევნება, რათა კანონმდებლობაში არ წარმოიშვას ისეთი ხარვეზები, რომლებიც შემდგომში მიუღებელი იქნება და პრობლემებს შექმნის. ზოგადად კი ძალიან გვახარებს ის გარემოება, რომ "მწვანე" თემები კვლავ რჩება აქტუალურად ამაზე ზრუნავენ", - განაცხადა ნატა ფერაძემ.