შორენა თეთრუაშვილს ყბა მოენგრა ჩვეულებრივად, როცა პატრიარქთან დამინახა - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა რეაქციაში დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ბუნებრივია, შორენა თეთრუაშვილი არის მთავარსარდალი, რომელსაც ყბა მოენგრა ჩვეულებრივად, როცა პატრიარქთან დამინახა. პირდაპირი მნიშვნელობით ასე მოხდა და იყო იქ გარჩევა როგორ მოვხვდი მე იქ საერთოდ საპატრიარქოში და პატრიარქს როგორ ველაპარაკე ისე, რომ შორენამ არ იცოდა. პირდაპირ ვამბობ, საოცრება ხდება საპატრიარქოში, ბოლოჟამია თუ რა ხდება ვერ გავიგე. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ინსტიტუციაში ხდება საოცრება და ჩვენ ვხედავთ ამ საოცრების გამო, საპატრიარქოს რეიტინგს, პირადად პატრიარქის რეიტინგს რა დამართა ამ ხალმა - განაცხდა გვარამიამ.