"მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა... კლინიკაში სცემეს" - ადვოკატი

13:13 02-20-2019
4385

თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, დაცვის თანამშრომლები პაციენტის შვილს, ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის დაესხნენ თავს. ამის შესახებ მისი ადვოკატი თამარ მჭედლიშვილი აცხადებს. 

დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები, ბინტი და სხვა მასალები და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, - განაცხადა მჭედლიშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.