ქართველი ძიუდოისტი, რობერტ მშვიდობაძე რომელიც წლებია რუსეთის სახელით ასპარეზობს, ვლადიმერ პუტინთან ერთად ივარჯიშა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. სურათი ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორენბურგის ოლქის ძიუდოისტებს და მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, რობერტ მშვიდობაძეს შეხვდა, რომლებიც დიუსელდორფის ტურნირისთვის სოჭში ემზადებიან“ - ასეთი გამოხმაურება მოყვა ფაქტს რუსულ მედიაში.
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი რუსეთის სპორტის მინისტრთან პაველ კობოლოვთან ერთად ძიუდოისტების წრთვნას დაესწრო და მათთან ერთადაც ივარჯიშა.
რაც შეეხება 29 წლის რობერტ მშვიდობაძეს, მან ჭიდაობა გორის ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში დაიწყო და მალევე კარიერა რუსეთში განაგრძო. მას საერთაშორისო ასპარესზე რუსეთის სახელით არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მშვიდობაძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.
დიუსელდორგის გრანპრი 22-24 თებერვალს გაიმართება და რობერტ მშვიდობაძე 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.