ლეგენდარულ დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს, Chanel-ის სტუდიური დირექტორი, ვირჯინია ვიარდი შეცვლის. ინფორმაციას, Chanel-ის მოდის სახლის წარმომადგენლები ავრცელებენ.
გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი Fendi, Karl Lagerfeld და Chanel-ის ბრენდის კრეატიული დირექტორი, 19 თებერვალს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პორტალ Reuters-ის წყაროს ცნობით, სანამ ფრანგული მოდის სახლი, თავის შემოქმედებით ხელმძღვანელს დანიშნავს, ლაგერფელდის ადგილს, ვიარდი დაიკავებს. კარლ ლაგერფელდი, ბოლო თვეების განმავლობაში ავადმყოფობდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გერმანელი დიზაინერი, 1983 წლიდან, შანელის(Chanel) კრეატიული დირექტორი, ხოლო 1965 წლიდან, ფენდის(Fendi) კრეატიული დირექტორი იყო.
რამდენიმე ხნის წინ, პარიზის მოდის ბოლო კვირეულზე, რომელიც ლაგერფელდისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, კარლი, პუბლიკის წინაშე, ჩვენებაზე არ გამოცხადდა. პოდიუმზე, დიზაინერი მისმა მუზამ - Chanel-ის სტუდიურმა დირექტორმა, ვირჯინია ვიარდმა შეცვალა. შოუს დასრულების შემდეგ, მოდის ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, შესაძლო ცვლილებების შესახებ.
ვირჯინია, გაბრიელ შანელის და კარლ ლაგერფელდის მემკვიდრეობას გააგრძელებს, ვიარდი, 30 წელია, კარლის მარჯვენა ხელია და ამავე დროს, მისი კოლექციის შექმნაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამგვარად ახასიათებდა ვირჯინიას, თავად ლაგერფელდიც - აცხადებენ Chanel-ის მოდის სახლის წარმომადგენლები.
ვირჯინიას(Virginie Viard) შემოქმედება, ახალგაზრდა ასაკიდან იწყება, როცა მან Nirvana-ს ბრენდი შექმნა. პირველად, Chanel-ის მოდის სახლში, 1987 წელს მიიწვიეს სტაჟიორად. კარლმა, მაშინვე შეაფასა მისი შემოქმედება და ტალანტი და მასთან თანამშრომლობა შესთავაზა. ვირჯინია ვიარდი, მუდამ უთანხმებდა ესკიზებს ლეგენდარულ დიზაინერს. ხელმძღვანელობდა, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, აკონტროლებდა ქსოვილის ხარისხს და ფასს და ამავე დროს, სხვადასხვა კოლექსიის შქსაქმნელად საჭირო ელემენტებს. კარლი, ყოველთვის აფასებდა ვირჯინიას შემოქმედებს. ცნობილია, ის ფაქტიც რომ ისინი, ყველა ბოლო ჩვენებებზე, შოუს ფინალში, პოდიუმზე, ერთად პოზირებდნენ.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: