"ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში...ოჯახს არ შეეხოთ თქვე ფარჩაკებო!" - ზვიად კუპრავა

17:46 02-20-2019
1830

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა წერს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ათეულობით პოლიციელი შევარდა. 

კუპრავას თქმით, სამართალდამცავები რაღაც ნივთს ეძებენ: 

ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერი და იქცეოდნენ ძალიან უხეშად.

ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი... ოჯახს არ შეეხოთ თქვე ფარჩაკებო! იცით სადაც ვარ და მოდით აქ!

სახლს და ჩემი ოჯახის წევრებს ახლოს არ გაეკაროთ! გადაგაყოლებთ ამ საქმეს!- წერს კუპრავა.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავა დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა საქმის პოლიტიკურობის მოტივით ის განყოფილებაში არ მივიდა. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

კანონით გათვალისწინებული პროცედურა ჩატარდა. ვინაიდან კუპრავამ თავი აარიდა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და კანონი ითვალისწინებს ამ ბრალის წარდგენის შეტყობინებას ოჯახის წევრისთვის. შესაბამისად კუპრავას სახლში პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა კუპრავასთვის ბრალის წარდგენის შეტყობინების მიზნით, - განაცხადეს უწყებაში.