თოქ-შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის და რეპერის, კანე უესტის 5 წლის ქალიშვილს, პირველი თაყვანისმცემელი, უკვე გამოუჩნდა - რეპერ Consequence-ის 7 წლის ვაჟი, კაიდენი.
7 წლის კაიდენ მილსი და 5 წლის ნორტ უესტი, მშობლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, ხშირად ერთად ჩნდებიან.
რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდები, ნორტის დეიდაშვილის, სტორმი ჯენერის დაბადების დღეზე დააფიქსირეს. კიმის დისშვილს, ერთი წელი შეუსრულდა. დღესასწაულს, არა მარტო კიმის ოჯახის წევრები, არამედ ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო, რეპერი Consequence, 7 წლის ვაჟთან, კაიდენთან ერთად. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კაიდენმა, საკუთარი სიმღერა, სახელწოდებით -Dream About Nicki უკვე ჩაწერა. მას, საკუთარი ინსტაგრამის აქაუნთი აქვს შექმნილი, სადაც ნორტისთან ერთად გადაღებულ, უამრავ ფოტოს წააწყდებით.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, კაიდენმა ინსტაგრამზე, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელში უჭირავს, გულის ფორმის, შოკოლადის კანფეტების და Tiffany-ის ბრენდის ყუთი, წარწერით - სიყვარული ცაში დაფრინავს. სავარაუდოდ, ნორტისთვის, ეს არ იყო პირველი სიურპრიზი - კაიდენის ინსტაგრამზე, უამრავ ფოტოს შეხვდებით, საჩუქრებით ხელში. კანეს და კიმის ქალიშვილს, ნამდვილად გაუმართლა, მომავალ საბედოში, რომელსაც როგორც ჩანს, მშობლების მხრიდან, არ აკლია სწორი აღზრდა!
იხ. ფოტოკოლაჟი: