''ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი'' - ნიკა გვარამია

21:37 02-20-2019
442

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებოდნენ. თუმცა, კუპრავა სამართალდამცავ უწყებაში არ გამოცხადდა. მან იმ ბრალდების ტექსტი გაასაჯაროვა, რასაც მას ედავებიან.

აღნიშნულ თემას ''რ2'' - ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

''«ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ესე იგი მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.»

პანღურს+სხვისი თეფში=პატიმრობას

@@@ობის და დიქტატურის ახალი რეკორდი მყარდება: პანღურის ამორტყმისთვის პოლიტიკური ოპონენტის პატიმრობა. მანამდე სხვისი თეფშიდან ჭამისთვის გირაო შეუფარდეს  და ახლა პანღურისთვის პატიმრობად გადააკეთებენ, სავარაუდოდ'', - წერს ნიკა გვარამია