რა მიზნით სტუმრობდა საპატრიარქოს ცნობილი რუსი მილიარდერი?

21:58 02-20-2019
667

დღეს, საპატრიარქოს ესტუმრა უკრაინის (რუსული საპატრიარქოს) ეკლესიის დელეგაცია მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) თავმჯდომარეობით. დელეგაციის შემადგენლობაში ცნობილი რუსი მილიარდერიც იმყოფებოდა. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამ ფაქტს ასე ეხმაურება:

“ერთი შეხედვით რიგითი ვიზიტია, თუმცა თუ დააკვირდებით ფოტოებს, აღმოაჩენთ რომ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი გამორჩეულად საყურადღებო ერის კაცია. ეს გახლავთ რუსი მილიარდერი ვადიმ ნოვინსკი, რომელიც არის უზარმაზარი ჰოლდინგის (русский мир) ხელმძღვანელი. 2012 წელს მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა პრორუსმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა. მას შემდეგ ხსენებული ოლიგარქი დიდძალ კაპიტალს დაეუფლა უკრაინაში (ამჟამად უკვე კარგა ხანია რაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით). ახლა კი უკრაინის რუსულ ეკლესიასთან ერთად დაეხეტება პირდაპირ სავაჭროდ (მოსასყიდად) სხვადასხვა ადგილობრივ და ავტოკეფალურ ეკლესიებში. ჩვენი ეკლესიის მესვეურებიც დიდის ამბით, სახეგაბადრული თანხმობითა და განსაკუთრებული კეთილმასპინძლობით შეეგებნენ თავიანთ მბრძანებლებს ФСБ-დან. ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია თუ რა პოზიციას დაიკავებს ოფიციალური თბილისი უკრაინის ახლადჩამოყალიბებული ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ” - ამბობს ტიგინაშვილი.