ხაზარაძის გადაწყვეტილებებს მას შემდეგ შევაფასებთ, რაც პარლამენტში მოვუსმენთ - დავით მათიკაშვილი

11:12 02-21-2019
74

მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკიდან" წასვლის გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი დეპუტატები ეხმაურებიან.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ზეწოლას, რომელზეც ბანკის დამფუძნებელი საუბრობდა, დეპუტატები პირდაპირი პასუხებისგან თავს იკავებენ.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია როგორც ბანკის წარმატებლი მუშაობა, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება.

მისივე თქმით, დამატებითი შეფასებები პარლამებტში ხაზარაძის მოსმენის შემდეგ გაკეთდება. 26 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე აკეთებს აქცენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ამასთან, ანრი ოხანაშვილი ამ ეტაპზე ბანკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებების შეფასებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

 

 

ბექა პატურაშვილი