კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მიღებული ვერ იქნება - ანრი ოხანაშვილი

11:24 02-21-2019
40

კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მიღებული ვერ იქნება. ამ მოკლე განცხადებით ანრი ოხანაშვილი მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელსაც დღეს კენჭი უნდა უყარონ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის შემუშავებული პროექტი სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებას ხელს ვერ შეუწყობს. პირიქით, პროექტი სისტემისთვის საზიანოდ მიაჩნია უმრავლესობის  კიდევ ერთ წევრს, დავით მათიკაშვილს. მისი განცხადებით, თუ მოსამართლეების გამწესების პროცესი შეჩერდება ეს საქმეების გაჭიანურებას და კიდევ უფრო მეტ გადატვირთულობას გამოიწვევენ. უმრავლესობის წევრები არგუმენტად დღესაც აქტიურად იშველიებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მოსამართლეთა კორპუსის ზრდასთან დაკავშირებით. პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ჩავარდება დიდი ალბათობით ეკა ბესელია უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

 

 

ბექა პატურაშვილი