"ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა, თუ ერთად არ დავდგებით" - ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეზე

12:12 02-21-2019
49

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტარი ნიკა მელია აცხადებს, რომ "თიბისი ბანკიდან" მამუკა ხაზარაძის წასვლის და მთელი ამ პროცესების უკან ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დგას.

როგორც ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი წარმატებულ ადამიანებს ებრძვის. 

"ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აშენებს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ყველა წარმატებული ადამიანი უნდა იყოს დაჩაგრული. ბიოლოგიურად ვერ იტანს ბიძინა ივანიშვილი ყველა წარმატებულ, თუ პოტენციურად წარმატებულ ადამიანს, რადგან ეშინია ასეთი ადამიანების. წარმოიდგინეთ, აიძულა მამუკა ხაზარაძე, რომ დაეტოვებინა საკუთარი ბანკი, რომელსაც შეალია მთელი ცხოვრება. მე ახლა ნიშნს არ ვუგებ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ნოემბერში დააწერინა მხარდამჭერი განცხადება, შვიდიათას თანამშრომელს, ძალდატანებით, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილს და 3 თვეში გააგდო საკუთარი სახლიდან. ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა, თუ ერთად არ დავდგებით. ან რეალურად დაბევდება ბიძინა ივანიშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი დანებდება ხალხს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძემ "თიბისი ბანკიდან" წასვლის შესახებ განცხადება დღეს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.