"დეტალიზაციაა საჭირო, ვინ გებრძვის? რატომ გებრძვის?" - ირმა ინაშვილი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე

12:32 02-21-2019
49

მნიშვნელოვანია, მეტი სიმართლე გაირკვეს „თიბისი ბანკის“ თემასთან დაკავშირებით, მეტი მკაფიოობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, არ არის მკაფიო და კონკრეტული.

„ჩემი აზრით, მეტი მკაფიოობაა საჭირო, დეტალებში არის საძიებელი, რა ხდებოდა. მთელი წინა ისტორია არის გასაანალიზებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეტი სიმართლე გაირკვეს ამ თემასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა საერთოდ. თავისთავად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და კითხვები არ უნდა დარჩეს, მაგრამ მე მაინც მაკლია რაღაც, მეტი მინდა ვიცოდე – იცით, მებრძვიან? ეს უკვე საინტერესოა, მეტი დეტალიზაციაა საჭირო, ვინ გებრძვის? რატომ გებრძვის? მეტი ფაქტები, მეტი მტკიცებულებებია საჭირო, რათა დასკვნებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.