ბექა ნაცვლიშვილი - ვიცი, რომ დღეს ბოლოჯერ შევალ სხდომაზე უმრავლესობის სახელით

12:32 02-21-2019
268

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ დღეს უმრავლესობის რიგებს დატოვებს. გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ შემოშავებული პროექტის ჩავარდნას უკავშირდება.

პროექტი დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული სისტემის შექმნას გულისხმობს.

მე ვიცი კოლეგების განწყობა, სამწუხაროდ ისინი აგრძელებენ იმ გზას რასაც სოციალური თუ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წლებია ვეწინააღმდეგები. ვიცი რომ უმრავლესობის სახელით სხდომაზე ბოლოჯერ შევდივარ,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

 

 

 

ბექა პატურაშვილი