"დღეს გამოჩნდება ვინ დგას ქართველი ხალხის მხარეს" - ირმა ინაშვილის ინიციატივა კენჭისყრაზე გადის

13:01 02-21-2019
368

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას.“ 

"მეგობრებო, დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის "საქართველოს პატრიოტების" რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობის შეფასებას დანაშაულებრივ რეჟიმად. დღეს გამოჩნდება, ვინ დგას ქართველი ხალხის მხარეზე. და ვინ არ დგას", - წერს დეპუტატი. 

ინაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტს საქართველოს მასშტაბით ხელი 400 ათასმა მოქალაქემ მოაწერა.