არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია Freedom House-ის საქართველოს შესახებ ანგარიშში.
„არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ძალაუფლების დემონსტრირება 2018 წლის ივნისში მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა ეკონომიკურ პოლიტიკაზე ივანიშვილთან უთანხმოების გამო.
„ივანიშვილის პოლიტიკაზე გავლენა ასევე აშკარაა მის ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.