"ხანძარი არ დაგვხვდა" - 112-ში ბავშვებმა ცრუ შეტყობინება დატოვეს

15:20 02-21-2019
145
თეგები: ქუთაისი

ქუთაისში დახმარების მიზნით გამოძახებულ სახანძრო სამაშველო ჯგუფს, მითითებულ მისამართზე ხანძარი არ დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა 112-ს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.

“მითითებულ მისამართზე ხანძარი არ დაგვხვდა. რომელი ნომრითაც შეტყობინება შემოვიდა, ახლა იმ ნომერს ქალბატონი პასუხობს და ამბობს, რომ არა ქუთაისში, არამედ ვანში იმყოფებიან. ცრუ შეტყობინებაა აშკარად”- აცხადებს მაშველი "პრაიმტაიმთან".

 

 

ირაკლი ვაჩბერაძე