საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ "თიბისი ბანკიდან" მამუკა ხაზარაზის წასვლა შესაძლოა მის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდებოდეს.
"რა თქმა უნდა, კითხვები არის და კითხვებზე პასუხი ყველას გვაინტერესებს, იმედი მაქვს, რომ უფრო დაკონკრეტდება ბატონი ხაზარაძე. თუ არ ვცდები, სამშაბათს ის იქნება კიდეც პარლამენტში და ვფიქრობ, გულწრფელად გასცემს ყველა კითხვას პასუხს თუ რასთან გვაქვს საქმე.
ეროვნულ ბანკთანაც ისმის კითხვები, ბუნებრივია, თუ რატომ გამოიჩინა ახლა თავი ასეთნაირად 11 წლის საქმეზე და ეს კითხვები არსებობს, ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, შესაძლებელია და ვვარაუდობ, ეს იყოს გზა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლისაკენაც კი.
ვვარაუდობ მხოლოდ, რომ შესაძლებელია, მთელი ამ პროცესების შედეგად, მან გადმოდგას ეს ნაბიჯი, თუ ასე გააკეთებს, მას შეუძლია, ანგარიშგასაწევი ძალა შექმნას", - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
"თიბისი ბანკიდან" წასვლის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღეს გაავრცელა.