ქართველი ჩემპიონი, რომელიც ქართველი ჰალკის მეტსახელით არის ცნობილი, საინფორმაციო პორტალ პრაიმ ტაიმს, ინტერვიუს აძლევს.
7- გზის მსოფლიო და 6-გზის ევროპის ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი, გულახდილად საუბრობს ბავშვობაზე, პირველ წარმატებაზე, პირად პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე. ცნობილი გახდა, რომ ქართველი სუპერგმირი, მონაწილეობას იღებს, მკლავჭიდის ჩემპიონატში - სახელწოდებით ტოპ 8, რომელიც მალაიზიაში, 2019 წლის 5 მარტს აიღებს სტარტს.
უძლიერეს მკლავჭიდელს, უახლოეს მომავალში, შესაძლებელია მოწინაარმდეგეც კი აღარ ჰყავდეს. მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ორთაბრძოლაში, მსოფლიო ჩემპიონს, დენის ციპლენკოვს დაუპირისპირდეს. მისი ინფორმაციით, ჩემპიონატის ფულადი პრიზი - 50 000 დოლარია, ხოლო ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი - 121 000-ს შეადგენს.
მონაწილეობას ვიღებ ახალ ჩემპიონატზე, რომელიც მსოფლიოში, ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია, რაც კი მკლავჭიდში ჩატარებულა. ჩემი ბოლო გამარჯვება, ვენდეტა All Stars-ე იყო ორთაბრძოლა, რუს სპორტსმენთან, დიმიტრი ტრუბინთან, რომელიც ჩემი გამარჯვებით 6-0 დასრულდა. წელს, მხოლოდ ერთი მიზანი და გეგმა მაქვს - გავიმარჯვო, ტოპ-8 მკლავჭიდელს შორის ტურნირზე. ამიტომ, სხვა ტურნირებში მონაწილეობისათვის, არანაირ შემოთავაზებას აღარ მივიღებ. ტურნირი, 3 ეტაპად დაიყოფა და მთელი წლის მანძილზე გასტანს. დამრჩა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი - ტოპ 8 მკლავჭიდელს შორის გამარჯვება. ტურნირის პირველი ეტაპი, 5 მარტს მალაიზიაში გაიმართება. ყველაზე მეტად, ორთაბრძოლა ვისთანაც მსურს, ამ შეჯიბრში მონაწილეობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემა. ეს, რუსი სპორტსმენი - დენის ციპლენკოვია.
ჩემს სპორტულ კარიერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, სპონსორის გარეშე ყოფნაა, რაც უამრავი ქართველი სპორტსმენის ოცნებაა. ამ ეტაპზე, ჩემი წონა - 173 კგ-ია, ბიცებსი(მკლავის კუნთის გარშემოწერილობა) - 61 სმ, მაჯის - 27. - ამბობს ლევანი.
ყველაზე დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა, 2015 წელს მქონდა, როცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გიორგი ცეტკოვს შევხვდი, სადაც გავიმარჯვე. თუმცა, ამ შეჯიბრზე, ძალიან გამიჭირდა გამარჯვება .
კითხვაზე, თუ რისი ეშინია მსოფლიო ჩემპიონს, ყველაზე მეტად, განაცხადა, რომ ღმერთის გარდა, არაფრის არ ეშინია.
ყველასათვის ცნობილი, როგორც ყველაზე უწყინარი და მშვიდი ხასიათის მქონე ქართველი ჰალკი, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, შეჯიბრის დროს მოიხსენია, როგორც გოლიათი, კეთილი თვალებით.
გოლიათს, კეთილი თვალებით, რომელიც ზოგჯერ, მძვინვარე მხეცად იქცევა, ამბობს, რომ ბავშვობაში, ჩხუბიც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ არასოდეს არ ყრიდა ფარ-ხმალს და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა კიდეც უცემიათ:
მახსოვს, მე-5 კლასში, მთელმა სკოლამ მცემა. მიზეზი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახალი გადასული ვიყავი და სავარაუდოდ, ჩემს დაჩაგვრას ცდილობდნენ. მე არ ვეპუებოდი და ბოლომდე ვიბრძოდი.
ჩემპიონს, ყველაზე დიდი ნახტომი, 2014 წელს ჰქონდა, როცა ყველასგან მოულოდნელად, ორივე მკლავში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას მერე დაიწყო, მკლავჭიდელი სუპერგმირის გასაოცარი წინსვლა და წარმატებები.
მართალია, ღმერთის გარდა, არაფრის მეშინია, მაგრამ ჰალკთან ბრძოლას არ ვისურვებდი - ამბობს ლევანი.
შეგახსენებთ, რომ მკლავჭიდის ჩემპიონატი - სახელწოდებით ტოპ 8, მალაიზიაში, 2019 წლის 5 მარტს აიღებს სტარტს - ორთაბრძოლა, მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელს შორის გაიმართება. წარმატებას ვუსურვებთ ლევანს, მომავალ ჩემპიონატზე.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: