ვინ დატოვებს უმრავლესობის რიგებს მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში - პროექტის ავტორები კონკრეტულ განცხადებებს ამ დრომდე ელოდებიან, თუმცა ცალსახად კეთდება განცხადება - ეს საკითხი იქნება წყალგამყოფი.
ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებას სწორედ კენჭისყრის შედეგების შესაბამისად გაახმაურებენ.
"დაველოდოთ.. თუ ეს კანონი დამტკიცდა და არ ჩავარდა, მე კი არა წასვლა ირაკლი კობახიძეს მოუწევს", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ბექა პატურაშვილი