მე არ მომწონს მსგავსი წერტილოვანი ჩარევები სასამართლო სისტემაში, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანაში არის ხანძარი, გასაგებია რომ შესაძლოა, ამ ხანძრის ჩასაქრობად საჭირო იყოს მსგავსი ჩარევა.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დიახ, მე არ ვაპირებ დღეს ამ ტრიბუნიდან დავიცვა სასამართლო, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე არსებობდა და რას აკეთებთ 6 წლის მანძილზე? მომწონს თუ არა ეს ინიციატივა? მე არ მომწონს მსგავსი წერტილოვანი ჩარევები სასამართლო სისტემაში, მაგრამ დღეს როცა ქვეყანაში არის ხანძარი გასაგებია რომ შესაძლოა, ამ ხანძრის ჩასაქრობად საჭირო იყოს მსგავსი ჩარევა, თუნდაც არ მომწონდეს ის ფორმა, რომლითაც ეს უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.