"რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სამართალდამცავებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ელოდება.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ თავად კუპრავამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.