რუსთავში მამა-შვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა

10:46 02-22-2019
46
თეგები: რუსთავი

რუსთავში გვიან ღამით მამა-შვილი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. ისინი უგონო მდგომარეობაში ნათესავმა ნახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოწამლულები კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

 

მარი მშვენიერაძე