"აქ გაიყო ჩვენი გზები..." - სთხოვა თუ არა დარჩენა ბიძინა ივანიშვილმა?

12:49 02-22-2019
806

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო. 

„აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა.