უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის ერთ-ერთი ხელმომწერია, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას, ორშაბათს გაასაჯაროებს.
განცხადებას გავაკეთებ რამდენიმე დღეში. ვადასტურებ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი. ჩვენ ბევრი რამ ერთად გვაქვს გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს ნიშანია იმასა, რომ ქართული ოცნება დაშორდა ღირებულებებს, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ეკა ბესელიამ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.