“წინაპრების საფლავები ნაგვით დაიფარება”-თერჯოლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროსტესტებს

13:36 02-22-2019
122
თეგები: თერჯოლა

თერჯოლაში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ რაიონი ეკოლოგიური კატასტრიფის ზღვარზე დგას.

“36 მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელს თერჯოლაში აკეთებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოიწამლება სასმელი წყალი, საფლავები ნაგვით დაიფარება და საძოვრები აღარ გვექნება. გუშინ მერმა ჩამოიარა და გვითხრა აქციაზე არ გახვიდეთო,”-აცხადებენ ადგილობრივები.

მყარი ნარჩენების კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი თერჯოლაში მოწყობა.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე