"შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! - სიკვდილის პირას არიან!" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

13:42 02-22-2019
1779

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში, შეუძლოდ მყოფი დედა-შვილის, უაღრესად მძიმე მდგომარეობას ეხმიანება - შემაძრწუნებელ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

"გუშინ ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ, შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! მართლა სიკვდილის პირას არიან! ორივე, გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფია, ორივეს რამდენიმე მძიმე დაავადება აქვთ, ეგრევე შესამჩნევია. 8 კვადრატულ, ნახევრად დამპალ ოთახში, ორი საწოლი ეტევა, ვიღაც მადლიანმა უქირავა ორი თვით და აქედანაც გამოყრიან, ზეგამდე თუ ქირა არ გადაიხადეს, ორი თვის დავალიანება აქვთ - 300 ლარი. ბავშვი, 13 წლისაა და სულ სამი კლასი შეძლო ესწავლა სკოლაში. თავი, შეხვეული ქონდა ბავშვობიდან. ორივე, თითქმის სულ წევს, რომელიც ადგომას ახერხებს, იქვე გამოდის გარეთ და მოწყალებას თხოულობს, რომ ერთი პური მიიტანოს სახლში. ახლა, ბავშვი წევს და დედა დგას სახლთან ახლოს, რომ რამე შეაჭამოს, სოციალურიც დაუნიშნავს დახმარებას, ეს მისამართი თუ შევუნარჩუნეთ. გეუბნებით, ჯოჯოხეთში არ იქნება ასეთი პირობები, რასაც ეს დედა-შვილი უძლებს. სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმი, საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი. დავუტოვე მე, რაც მქონდა რომ ორი დღე მაინც არ გამოვიდნენ რომელიმე ამ ყინვაში. დენის პლიტა აქვთ, მაგრამ ვერ რთავენ, ვერ გადავიხდით და ამ ერთ ნათურასაც ჩაგვიქრობენო : - მოგვეხმარეთ რა, მოვლით, ჩვენ მოვუვლით და მივხედავთ სადამდეც შევძლებთ, იქნებ შეგროვდეს და ერთი წლის ქირა მაინც გადავუხადოთ და დენის გადასახადი. საჭმელს, მე მივუტან და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავუკეთებ, ასე, ვერაფრით ვერ ვუყურებ, ჩემს თვალწინ როგორ კვდებიან, უფულობის და შიმშილის გამო ადამიანები ! მისამართს, აქ ვერ დავწერ. ნომერი, ინფოში მიწერია, დამირეკეთ და გეტყვით. დღესვე დავიწყებთ მოგვარებას, თქვენი იმედი გვაქვს. აბა, ჩვენ ვიცით. 

ფული, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე

ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა, "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს".

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ, გზავნილით.

Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია" - წერს აკა სინჯიკაშვილი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე